მთავარისიახლეებიმსოფლიოომი მეოთხე ეტაპზე გადავიდა, გაგრძელდება 2-3 თვეს - არესტოვიჩი

ომი მეოთხე ეტაპზე გადავიდა, გაგრძელდება 2-3 თვეს – არესტოვიჩი

Published on

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეოთხე ეტაპზე გადავიდა – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა იულია ლატინინასთან ინტერვიუში. არესტოვიჩის თქმით, ომის მეოთხე ეტაპი გაგრძელდება ზამთრამდე, ორ-სამ თვეს.

მისი თქმით, ამ ეტაპს წინ უძღოდა სამი ეტაპი – სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების განდევნამდე; ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ოკუპაცია; მიკოლაივისა და კრივოი-როგის მიმართულებებით ოკუპანტების მხრიდან წინსვლის წარუმატებელი მცდელობები (10 ივლისიდან 10 აგვისტომდე).

“ამისთვის [მეოთხე ეტაპი] დამახასიათებელი იქნება ის ფაქტი, რომ მხარეები დადგებიან და თავს დაესხმებიან ერთმანეთს რამდენადაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შანსები თავდასხმის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს HIMARS, მათ არა,” განმარტა არესტოვიჩმა.

გუშინ, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში გარდამტეხი მომენტი უკვე დაიწყო. ბუდანოვის თქმით, ამის მაგალითია ბოლოდროინდელი რეგულარული აფეთქებები დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...