თბილისში ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნით პლაკატები გააკრეს

0
264

თბილისის ქუჩებში გუშინ ღამით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნით პლაკატები გამოჩნდა.

პლაკატებზე ივანიშვილთან ერთად გამოსახულია კიდევ 5 ადამიანი – მისი დეიდაშვილი, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე და რუსეთში მყოფი დავით ხიდაშელი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, “ტვ იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, ყოფილი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი.

ბანერზე გაკეთებულია წარწერა “კლავს, დაასანქცირეთ!”.

“მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა ნახა, რომ რამდენიმე ადგილას გუშინ ღამით გაკრული პლაკატები უკვე ჩამოხეულია.

წინა სტატიამზად ვართ, რუსეთ-ბელორუსის სახელმწიფოთა კავშირს შევუერთდეთ – ბჟანია
შემდეგი სტატიარევოლუციური სცენარი აშშ-ის საელჩოს მოფიქრებულია – “წასულები”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური