მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა - ვერეშჩუკი

უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა – ვერეშჩუკი

Published on

უკრაინის ვიცეპრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა.

“თუ ბავშვს ვპოულობთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მის დასაბრუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ამ გზით 53 ბავშვი სამშობლოში უკვე დაბრუნდა,” – ამბობს ვერეშჩუკი.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებით, მშობლებს, ნათესავებსა და ნაცნობებს შეუძლიათ მიმართონ რეინტეგრაციის სამინისტროს ცხელ ხაზს.

გარდა ამისა, ვერეშჩუკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე.

რეინტეგრაციის სამინისტრო აფიქსირებს რუსეთში უკრაინელი ბავშვების ე.წ “გაშვილების“ შემთხვევებს, რათა უჩივლოს და მოითხოვოს რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, რადგან “ეს არის დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მიმართ”.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...