მთავარისიახლეებიმსოფლიოკასეტური ბომბების გამოყენებას უკრაინაში 689 ადამიანი ემსხვერპლა - Human Rights Watch

კასეტური ბომბების გამოყენებას უკრაინაში 689 ადამიანი ემსხვერპლა – Human Rights Watch

Published on

უკრაინაში რუსეთის არმიის მხრიდან კასეტური ბომბების ფართო გამოყენებას 689 ადამიანი ემსხვერპლა – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ანგარიშში, სახელწოდებით Cluster Munition Monitor 2022, ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას, შეწყვიტონ მისი გამოყენება და შეუერთდნენ მათი აკრძალვის, 2008 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებას.

„კასეტური ბომბები შეიძლება გატყორცნილი იქნეს არტილერიის მეშვეობით და რაკეტების საშუალებით, ან ჩამოყრილი იქნეს თვითმფრინავებიდან. ისინი უკვე ჰაერში ფეთქდება და გარშემო მიმოიფანტება. მათი ნაწილი თავიდანვე არ ფეთქდება და შემდგომ, მათთან კონტაქტის შედეგად, ამოქმედდება, რითაც ის განსაკუთრებით სახიფათოა სამოქალაქო პირებისთვის, ბავშვებისთვის, კონფლიქტის შემდგომაც“. – ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთი არ უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენებას და აცხადებს, რომ ისინი „კანონიერია“ და „საზიანოა მხოლოდ მათი არასწორი გამოყენებისას“.

უკრაინამ ასევე გამოიყენა კასეტური ბომბები, სულ მცირე სამ შემთხვევაში – თავის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა. უკრაინაც არ უარყოფს კონფლიქტის დროს კასეტური ბომბების გამოყენებას მაგრამ აცხადებს, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – წერია ანგარიშში.

არც რუსეთი და არც უკრაინა, არ არიან კასეტური ამუნიციის აკრძალვის 2008 წლის კონვენციის წევრი. ანგარიშის თანახმად, რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა როგორც კასეტური ბომბების ძველი მარაგი, ასევე ახლად წარმოებული ამუნიცია.

Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ვერ მიაკვლია იმის დასტურს, რომ კასეტური ბომბები გატყორცნილი იქნა საარტილერიო დანადგარებით, ან სარაკეტო სისტემებით, ან სხვა იარაღით, რომელიც უკრაინის მთავრობამ წელს მიიღო სხვა ქვეყნებიდან.

აშშ-მა კასეტური ბომბების წარმოება შეაჩერა 2016 წელს, მაგრამ არ შეერთებია საერთაშორისო აკრძალვას და არ აუღია ვალდებულება არ აწარმოოს ისინი მომავალში.

ანგარიში კასეტური ამუნიციის კონვენციის გარშემო 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ჟენევაში დაგეგმილი 10-ე შეხვედრის მონაწილეებს წარედგინება.

სიახლეები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...

შსს-გამოვავლინეთ ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი – დაკავებულია 4 პირი

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,...

ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის

უკრაინული თავდასხმების შემდეგ ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის - მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია...

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....