მთავარისიახლეებიკულტურაარქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში, ატონის საკულტო ტაძარში

არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში, ატონის საკულტო ტაძარში

Published on

Ahram Online ის ცნობით, ნილოსის  ნაპირებზე, ტელ-ელ-ამარანის სიახლოვეს მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე ფარაონ ეჰნატონის ( ამენჰოტეპ II)  ქანდაკების კარგად შენახული თაბაშირის თავი იპოვეს. არტეფაქტის პარამეტრებია  13,5 სიგრძეში  და 8 სმ სიგანეში. 
ქანდაკების ეს ფრაგმენტი ეგვიპტელთა ღმერთის ატონის ტაძრის პირველ დარბაზის ქვეშ, მიწის ღრმა ფენაშიაღმოჩნდა.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ეჰნათონის პატარა ქანდაკებები ძველ ეგვიპტელთა   სახლების უცილობელი ატრიბუტი იყო, რადგან  ოჯახის კულტის სიმბოლოდ იყო მიჩნეული და მაგიური ძალა მიეწერებოდა.  
,,ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საშუალებას იძლევა მეტი გავიგოთ ეჰნათონზე, რომლის მმართველობა ძველი ეგვიპტის ისტორიაში გამორჩეულია განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი ხასიათით''   – აცხადებს  ეგვიპტის სიძველეთა საქმეების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი მოსტაფა ვაზირი.
 
ეჰნათონი ეგვიპტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1353-1336 წლებსი მართავდა და ფარაონთა XVIII დინასტიას მიეკუთვნებოდა. იგი სტორიაში, უპირველეს ყოვლისა, დარჩა როგორც უდიდესი რელიგიური რეფორმატორი. 
ტრადიციული ღმერთის ამონის კულტი მან შეცვალა მანამდე ნაკლებად ცნობილი ატონის კულტით, რომლის სიმბოლიკას მზის დისკო წარმოადგენს. 
სწორედ ეჰნათონმა ააგებინა თავის მიერ დაარსებულ დედაქალაქ აჰეთატონში ღმერთ ატონის საკულტო ტაძარი, რომელიც ამ ღმერთის  მთავარი ტაძრის სახელით არის ცნობილი.
ეს ქალაქი თანამედროვე ტელ-ელ- ამარნის ტერიტორიაზე მდებარეობდა. 
 
 

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...