უკრაინის გამარჯვება და დამოუკიდებლობა არის საქართველოს თავისუფლება, გამარჯვება და დამოუკიდებლობა – ენმ

0
172

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს, უკრაინა იბრძვის საკუთარი და სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებისთვის.

ენმ აცხადებს, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდითაა ამ საერთო ბრძოლაში.

“დღეს უკრაინის დამოუკიდბლობის მოპოვების დღეა !

დღეს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 31 წლის თავზე, უკრაინა საკუთარი თავისუფლების და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის იბრძვის და დიდი მსვერპლის ფასად გმირულად იცავს თავს.

დღეს, უკრაინა იბრძვის საკუთარი და სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებისთვის. უკრაინის თავისუფელება, უკრაინის გამარჯვება, უკრაინის დამოუკიდებლობა არის საქართველოს თავისუფლება, საქართველოს გამარჯვება და საქართველოს დამოუკიდებლობა.

ვულოცავთ გმირ უკრაინელ ხალხს ამ დღეს, ვუსურვებთ რაც შეიძლება მალე მოეპოვებინოთ საკუთარ მიწაზე მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა.

ქართველი ხალხი არის თქვენთან ამ სართო ბრძოლაში.

სლავა უკრაინე !

დიდება საქართველოს !” – წერია განცხადებაში.

წინა სტატია“უკრაინა ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვისაც იბრძვის” – თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსდა
შემდეგი სტატია“ორი ქვეყნის ერთი ბრძოლა”- NGO-ებმა და აქტივისტებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური