მარეგულირებელ კომისიაში 3 კრიტიკული ტელევიზიის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” საჩივრის არსებითი განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილება 1 საათში გახდება ცნობილი.
დააკისრებს თუ არა ბექაურის კომისია მორიგ სოლიდურ ჯარიმას ხელისუფლებისთვის არასასურველ ტელევიზიის, 5 საათზე გამოცხადდება.
ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” სარჩელი, წარმოებაში 11 აგვისტოს მიიღო.
მმართველი გუნდი “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და “ტვ პირველის” დასჯას “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო ითხოვს. კლიპი
24 ივნისის აქციისთვის მომზადდა.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლიპი პოლიტიკური რეკლამაა, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა. გარდა ამისა, “ოცნება” თვლის, რომ მასში გამოყენებული ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპული კომენტარები, დამახინჯებულია.