მთავარისიახლეებიმსოფლიორუსებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს- არის მსხვერპლი

რუსებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს- არის მსხვერპლი

Published on

ოკუპანტებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქი ოთხჯერ დაბომბეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ.

„დაძაბული ღამე ოთხი დაბომბვით. რუსეთის არმიამ მიზანში ორი რაიონი – კრივოი როგი და ნიკოპოლი ამოიღო“, – წერს რეზნიჩენკო.

მისი თქმით, კრივოი როგის მიმართულებით, ოკუპანტებმა თავდასხმა „ურაგანებით“ განახორციელეს, რის შედეგადაც 45 წლის ქალი დაიღუპა, მისი ქმარი კი დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფება.

ამასთან, ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი სამჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ქალი დაშავდა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...