მთავარისიახლეებიმსოფლიოФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინა აზოვის პოლკის წევრმა მოკლა

ФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინა აზოვის პოლკის წევრმა მოკლა

Published on

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ირწმუნება, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია.

მათივე მტკიცებით, „დადგენილია, რომ დანაშაული მომზადებული და ჩადენილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ”.

ФСБ ირწმუნება, რომ შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე, ვოვკი ნატალია, პავლეს ასული, დაბადებული 1979 წელს. ФСБ ირწმუნება, რომ 43 წლის რომაზოვის პოლკის მებრძოლი სწავლობდა დარია დუგინას გადაადგილების მარშრუტს.

ნაქირავები ჰქონდა ბინა დუგინების სახლის სიახლოვეს, იმყოფებოდა იმ ლიტერატურ ფესტივალზეც, რომელსაც პუტინის იდეოლოგი და მისი ქალიშვილი ესწრებოდნენ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ქალმა დუგინას სიკვდილის შემდეგ, რუსეთი ფსკოვის ოლქის გავლით დატოვა და ესტონეთში 12 წლის შვილთან ერთად გადავიდა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის “ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა” აიღეს.

დარია დუგინა პოდმოსკოვიეში, საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...