მთავარისიახლეებიმსოფლიოალექსანდრე დუგინის პირველი განცხადება მისი შვილის აფეთქების შემდეგ

ალექსანდრე დუგინის პირველი განცხადება მისი შვილის აფეთქების შემდეგ

Published on

მას შემდეგ, რაც მოსკოვთან ახლოს, მოჟეისკის გზატკეცილზე, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსი პროკრემლისტი ლიდერის ალექსანდე დუგინის ქალიშვილი დარია, პოლიტოლოგმა პირველი განცხადება გააკეთა და ტერაქტში “უკრაინის ნაცისტური რეჟიმი” დაადანაშაულა.

“როგორც იცით, უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 20 აგვისტოს, ჩემს თვალწინ მხეცურად, აფეთქების შედეგად მოკლეს ჩემი ქალიშვილი დარია.

ის მართლმადიდებელი გოგონა იყო, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი, ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები ყოველთვის სიღრმისეული, საფუძვლიანი და თავშეკავებული იყო. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ. ის ამომავალი ვარსკვლავი იყო თავის კარიერაში.

რუსეთის მტრებმა ის მზაკვრულად მოკლეს. მაგრამ ჩვენ, ჩვენ ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმებითაც ვერ გაგვტეხავენ. მათ სურთ, ჩაახშონ ჩვენი ნება ჩვენს შორის ყველაზე უკეთესების წინააღმდეგ მოწყობილი სისხლიანი ტერორით, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ.

დღეს ჩვენი გულები არა მხოლოდ შურისძიების წყურვილითაა ანთებული – ეს წვრილმანი და არარუსული იქნებოდა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება – სწორედ ამაზე დადო თავისი სიცოცხლე ჩემმა უდანაშაულმა ქალიშვილმა. ასე რომ, გაიმარჯვეთ! ჩვენ მას გმირად და მოაზროვნედ ვზრდიდით. და დაე, მან ახლაც გაამხნევოს ჩვენი მამულიშვილები გმირობისთვის”, – წერს ალექსანდრე დუგინი.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...