მთავარისიახლეებიმსოფლიომარიუპოლში ტყვეების სასამართლო იქნება ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება -...

მარიუპოლში ტყვეების სასამართლო იქნება ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების “საჩვენებელი” სასამართლო გაიმართება, ეს იქნება ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან შეუძლებელი იქნება. ამ თემაზე მან ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

“გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლში ემზადებიან უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების, ოკუპანტების ტყვეების აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის.

რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად ნათელი იქნება. თუ ეს საზიზღარი შოუ სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ ჩვენი ხალხი ამ სცნერაში შეიყვანეს ყველა შეთანხმების, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, თუ იქნება ბოროტად გამოყენება… ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი თავის თავს მოაშორებს მოლაპარაკებებს. აღარ იქნება საუბარი. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა. უკრაინის ყველა პარტნიორი ინფორმირებულია, რისი მომზადება შეუძლია ტერორისტულ სახელმწიფოს ამ კვირაში”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებს ესმით, რომ უკრაინა არ მოითმენს გმირების ტანჯვას, რომლებიც თავიანთ სამშობლოს და ხალხს იცავენ.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...