მთავარისიახლეებიმსოფლიომთავარი უკრაინიდან - რა უნდა ვიცოდეთ 20 აგვისტოს დილით

მთავარი უკრაინიდან – რა უნდა ვიცოდეთ 20 აგვისტოს დილით

Published on

19-20 აგვისტოს განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა, მხოლოდ სამხრეთის ფრონტზე, ორი საბრძოლო მასალის საწყობი და ერთი რუსული ბაზა გაანადგურეს. 

განადგურებულია რუსული ჯავშანკოლონა, რომელიც მარიუპოლიდან ზაპოროჟიის მიმართულებით გავიდა, უკრაინელ არტილერიოსტებს კოორდინატები მარიუპოლელმა პარტიზანებმა მიაწოდეს. 

განადგურებულია რუსული ბაზა მელიტოპოლში, ასევე განადგურდა და დაზიანდა ჯავშანტექნიკა ამავე ქალაქის გარეუბანში. 

რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე სარაკეტო იერიში ისევ მიიტანეს ხარკოვის ინფრასტრუქტურაზე. 

ხარკოვთან ერთად, აფეთქებები ისმოდა მიკოლაევშიც. 

აფეთქებების ხმა ისმოდა ბელგოროდშიც (რუსეთი), რის შემდეგაც, ქალაქიდან გასვლის მსურველი მანქანების დიდი რიგი წარმოიქმნა. 

ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენა სევასტოპოლსა და ქერჩში, მუშაობდნენ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. 

საერთო ჯამში, უკრაინელებმა რუს ოკუპანტებს უკან დაახევინეს ერთდროულად 4 მიმართულებაზე. 

პენტაგონის მაღალჩინოსანმა, უწყების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განაცხადა, რომ რუსულ შენაერთებს ბრძოლის ველზე აღარ აქვთ არანაირი პროგრესი. 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...