მთავარისიახლეებიმსოფლიოზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერი სახით დაზიანება თვითმკვლელობა იქნება - გუტერეში

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერი სახით დაზიანება თვითმკვლელობა იქნება – გუტერეში

Published on

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაციას ითხოვს. მისი თქმით, ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება თვითმკვლელობა იქნება. გუტერეშმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის არეალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ არის საჭირო შეთანხმება.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები აღნიშნული ტერიტორიიდან.

უკრაინამ და რუსეთმა გუშინ განაცხადეს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე პროვოკაციაა მოსალოდნელი. რუსეთი უარს აცხადებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...