აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა. „პუტინთან შეიძლება შეხვედრა გვქონდეს. რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებაში და სირიის საკითხზე დაგვეხმაროს. ასევე, საჭიროა უკრაინაზე საუბარი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს. ვიზიტი 5 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ფარგლებში გაიმართება. ტურნეს ფარგლებში დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც 10 ნოემბერს ვიეტნამში გაიმართება.
სიახლეები
სიახლეები
რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა
9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...
სიახლეები
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....
სიახლეები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე...
სიახლეები
აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება
უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...