მთავარისიახლეებიმსოფლიოხავერდოვანი სეზონი ყირიმზე "ცეცხლოვანი" იქნება - პოდოლიაკი (ვიდეო)

ხავერდოვანი სეზონი ყირიმზე “ცეცხლოვანი” იქნება – პოდოლიაკი (ვიდეო)

Published on

ხავერდოვანი სეზონი ყირიმში ცეცხლოვანი იქნება, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურმა მიხეილო პოდოლიაკმა “24-ე არხის” ეთერში და დაამატა, რომ ЗСУ ყველა ზომას მიმართავს, რათა ყირიმის ნახევარკუნძულზე ლიკვიდირებული იყოს რუსული სამხედრო ბაზები და ხიდები.

ამას გარდა, მიხაილო პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ არავითარი სხვა სცენარი, გარდა რუსეთის დამარცხებისა ამ ომში, არ განიხილება:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ფორმულირებები მნიშვნელოვანია:

“უნდა იყოს არა “არ მივცეთ უკრაინას დაცემის საშუალება”, არამედ “დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში”,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით უკრაინელებმა სევასტოპოლში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული ავიაბაზა – ბელბეკი დაბომბეს.

გუშინ ღამით აფეთქებები დაფიქსირდა ასევე ბელგოროდში, საჰაერო განგაში იყო ქერჩში, აფეთქდა რუსული საბრძოლო მასალების საწყობები ენერგოდარსა და ნოვა კახოვკაში.

საპასუხოდ, რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზე, სადაც სამი რაიონი დაიბომბა, არიან დაზარალებულები. ფრთოსანი რაკეტები ისროლეს დნეპროპეტროვსკის ოლქისა და კრამატორსკის მიმართულებითაც. ღამის ორი საათისთვის სრულიად უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

უფრო მეტი, უფრო მოკლე და ოპერატიული ამბების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ტვ ოდიშის ტელეგრამ-არხს და არ დაგავიწყდეთ გამოწერა – ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...