მთავარისიახლეებიმსოფლიოსევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის, ბელგოროდში პანიკაა, რამდენიმე ადგილას ხანძარია(ვიდეო)

სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის, ბელგოროდში პანიკაა, რამდენიმე ადგილას ხანძარია(ვიდეო)

Published on

ამ წუთებში პანიკაა სევასტოპოლში: ქალაქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავენ, “როიტერი” მინიმუმ, ოთხი მძლავრი აფეთქების შესახებ იტყობინება ბელბეკის აეროდრომზე, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავების ავიაბაზა იყო განთავსებული. 

ამ დრომდე უცნობია ავიაბაზის ტერიტორიაზე რუსების რამდენი საბრძოლო თვითმფრინავი იყო კონცენტრირებული. 

სევასტოპოლის გუბერნატორის განცხადებით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს. 

პარალელურად, მინიმუმ ორ ადგილას მძვინვარებს ხანძარი უკრაინა-რუსეთის საზღვართან მყოფ რუსულ ქალაქ ბელგოროდში: რამდენიმე საათის წინ მძლავრი დეტონაცია იყო საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შემდეგ, ამ წუთებში კი ვრცელდება ვიდეო ბელგოროდიდან, სტარი ოსკოლში გაჩენილი ხანძრის კადრებით. 

შეგახსენებთ, დღეს ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა მოუწოდა იქ მყოფ უკრაინელებს, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. 

უფრო მეტი, უფრო მოკლე და ოპერატიული ამბების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ტვ ოდიშის ტელეგრამ-არხს და არ დაგავიწყდეთ გამოწერა – ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...