მთავარისიახლეებიმსოფლიოლვოვში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

ლვოვში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

ამ წუთებში, ლვოვში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე შეთავაზებს თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებას. Reuters-ის ცნობით, შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებია ასევე მარცვლეულის ექსპორტი და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაცია.

ერდოღანის ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ასევე განიხილავს ანკარასა და კიევს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდებიან. აუდიენციის შემდეგ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...