მთავარიUncategorizedხარკოვის დაბომბვის შედეგები: 8 დაღუპული, 18 დაჭრილი

ხარკოვის დაბომბვის შედეგები: 8 დაღუპული, 18 დაჭრილი

Published on

ხარკოვი რუსმა ოკუპანტებმა ღამის საათებში და დილით დაბომბეს – სლობოდისა და სალტოვის რაიონების დაბომბვის შემდეგ, ამ დროისთვის ცნობილია 8 დაღუპულისა და 18 დაჭრილის შესახებ. 

ოკუპანტთა მიერ ქალაქის მიმართულებით გაშვებული რაკეტა სლობოდას რაიონის საერთო საცხოვრებელში ჩამოვარდა, 18 დაჭრილიდან ორი ბავშვია. აღსანიშნავია, რომ საერთო საცხოვრებელში სმენასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ. 

საერთო საცხოვრებელს რაკეტა შუაღამეს დაეცა. დილით მაშველებმა ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა განაახლეს. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი ლიკვიდირებულია, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

–

უფრო მეტი, უფრო მოკლე და ოპერატიული ამბების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ტვ ოდიშის ტელეგრამ-არხს და არ დაგავიწყდეთ გამოწერა – ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...