მთავარისიახლეებიმსოფლიო"იმედი მაქვს, აშშ მოგვცემს ATACMS რაკეტებს HIMARS-ისთვის" - ოლექს რეზნიკოვი

“იმედი მაქვს, აშშ მოგვცემს ATACMS რაკეტებს HIMARS-ისთვის” – ოლექს რეზნიკოვი

Published on

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინას გადასცემს 300 კმ მანძილზე მფრენ ATACMS რაკეტებს HIMARS-ისთვის, – ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ოლექს რეზნიკოვის თქმით, ეს აუცილებელია, რათა იერიში მიიტანონ სამიზნეებზე მთელი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებზე.

მანვე განაცხადა, რომ ომის “გაყინვის” ისეთ შესაძლებლობას, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, ჯერ ვერ ხედავს, თუმცა უშვებს, რომ შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები შენელდეს.

–

უფრო მეტი, უფრო მოკლე და ოპერატიული ამბების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ტვ ოდიშის ტელეგრამ-არხს და არ დაგავიწყდეთ გამოწერა – ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული.

უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ვერტმფრენი და 3 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...