მთავარისიახლეებიმსოფლიორუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში უნივერსიტეტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში უნივერსიტეტი დაბომბეს

Published on

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში პეტრო მოგილას სახელობის შავი ზღვის ეროვნულ უნივერსიტეტზე ორი სარაკეტო იერიში განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის მერი, ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებს.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა არ არის განთავსებული და იქ მუშაობენ უნივერსიტეტის სპეციალისტები: იღებენ აპლიკანტების დოკუმენტებს და გასცემენ დიპლომებს.

“რაშისტებმა ნიკოლაევში კიდევ ერთი უნივერსიტეტი დაბომბეს…წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ესენი არიან ნამდვილი ტერორისტები, რომლებიც ცინიკურად აგრძელებენ ჩვენი სასწავლო დაწესებულებების განადგურებას”, – წერს სენკევიჩი.

მერის ინფორმაციით, დაბომბვის დროს უნივერსიტეტში მხოლოდ დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...