მთავარისიახლეებიკონფლიქტებიყირიმში აფეთქებული მესამე რუსული სამხედრო ობიექტი სიმფეროპოლიდან 13 კმ-შია

ყირიმში აფეთქებული მესამე რუსული სამხედრო ობიექტი სიმფეროპოლიდან 13 კმ-შია

Published on

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე კიდევ ერთი რუსული სამხედრო ობიექტი ამოიღეს მიზანში და იერიში მიიტანეს. ეს უკვე მესამე აფეთქებაა ოკლუპირებულ ნახევარკუნძულზე, დღეს კი – რიგით მეორე. 

სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს და აკვირდება, წერს, რომ “ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები დაფიქსირდა მორიგ სამხედრო აეროდრომზე”:
“სიმფეროპოლიდან 13 კმ-ში არსებულ გვარდეისკოეს აეროდრომზე, სადაც 37-ე შერეული საავიაციო პოლკი ბაზირებს, რამდენიმე აფეთქება მოხდა.
რუსული მხარის ცნობით, აეროდრომის თავზე კამიკაძე უპილოტო იქნა ჩამოგდებული. სავარაუდოდ, სხვებმას დასახული მიზანი შეასრულეს. 
ამ აეროდრომზე 12 ერთეული მოიერიშე C-25CM, 12 ერთეული ბომბდამშენი Cy-24M და 12 ერთეული გამანადგურებელი Су-27 ბაზირებდა”. 
ვრცელდება სატელიტიდან გადაღებულ ფოტოები, რომლებზეც ჩანს ავიაბაზაზე განლაგებული Su-27-ების ტიპის ავიაგამანადგურებლები, Su-24-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენები და Su-25-ის ტიპის მოიერიშეები.
რაც შეეხება წინა აფეთქებას, ის ჯანკოის რაიონში მოხდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ საბრძოლო მასალების ერთერთი უდიდესი საწყობის (გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ბაზიდან მარაგდებოდა მასალებით რუსული შენაერთები მთელ სამხრეთის ფრონტზე) აფეთქება დივერსია იყო. არაა გამორიცხული, უკრაინას ჯანკოისთან მდებაქრე საწყობის დასაბომბად “ატაკმსები” გამოეყენებინა. ამის თქმის საფუძველს იძლევა მანძილის გამოთვლა, რომლის მიხედვითაც აფეთქებული საწყობი, მინიმუმ, 200 კმ-ითაა დაშორებული აქტიური დაპირისპირების ფრონტის ხაზს (მაგალითად, მიკოლაევიდან ჯანკოიმდე 230 კმ.-ია). 
უფრო მეტი, უფრო მოკლე და ოპერატიული ამბების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ტვ ოდიშის ტელეგრამ-არხს და არ დაგავიწყდეთ გამოწერა – ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული.

სიახლეები

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...