მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაეცა გმირის სიკვდილით

უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაეცა გმირის სიკვდილით

Published on

,,კიდევ ერთი ქართველი დაეცა გმირის სიკვდილით რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის აღმოსავლეთით. ,,გიურზას''კოდური  სახელით ცნობილი   გიორგი სარალიძე, რომელიც კონტრაქტით მსახურობდა უკრაინის   არმიაში და სადაზვერვო ჯგუფს ხელძღვანელობდა. იგი დონეცკის აეროპორტთან მოწყობილ ჩასაფრებაში  მოყვა და სასიკვდილოდ დაიჭრა.
გიორგი სარალიძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში  იბრძოდა, შემდეგ, უკრაინაში წავიდა მოხალისედ და საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაერთო ოკუპანტებთან წინააღმდეგობის მოძრაობაში. მე კრემლამდე მივალ ისე როგორ ქანტარია მივიდა რაიხსტაგამდე'' – მისი ეს სიტყვები უკრაინაში მოარულ ფრაზად იქცა. 
ქართველი გმირის დაღუპვას ღრმა მწუხარებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. 
,,მე მას პირადად ვიცნობდი, არაერთხელ ყოფილა სტუმრად  ჩემთან, სახლში, სულ ახლახან მარინკაში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან ღირსეული ადამიანი იყო!'' – წერს მიხეილ სააკაშვილი თვის პირად ფეისბუქგვერდზე. 

 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...