მთავარისიახლეებიდღეიდან 3 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არცერთი მატარებელი არ იმოძრავებს

დღეიდან 3 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არცერთი მატარებელი არ იმოძრავებს

Published on

დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ. ცნობილი ხდება, მოქალაქეები 9-10-11 აგვისტოს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ვერ გაემგზავრებიან. შესაბამისად, შეწყდება რეისები დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით. ასევე წყდება სატვირთ მატარებლების მოძრაობაც.

როგორც რკინიგზის ცხელ ხაზზე გვითხრეს, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია და ახალ ხაზებზე გადართვას უკავშირდება. მათივე თქმით, 12 აგვისტოდან მატარებლის მოძრაობა აღდგება და ბილეთებიც ჩვეულებრივ გაიყიდება.

ცნობილია ისიც, რომ მატარებლით გადაადგილება მგზავრებისთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხაშურისა და ბორჯომის მიმართულებით.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...