მთავარისიახლეებიმსოფლიომელიტოპოლის ბაზაზე მძინარე ასმა ოკუპანტმა ვეღარ გაიღვიძა

მელიტოპოლის ბაზაზე მძინარე ასმა ოკუპანტმა ვეღარ გაიღვიძა

Published on

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის ხშირი და ზუსტი გამოყენების შედეგების შესახებ ანგარიშს სულ უფრო მეტად ვხვდებით უკრაინულ მედიასაშუალებებსა და ოფიციალურ ცნობებში ამა თუ იმ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთიდან. ასეთი ანგარიშები ყველაზე ხშირია სამხრეთის ფრონტიდან.

დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს ქალაქის უკრაინული ადმინისტრაციის მეთაური ივან ფიოდოროვი:

“წინასწარი ინფორმაციით, მელიტოპოლში განადგურებულია საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც ღამეს ათევდნენ დროებით ყაზარმებში, კობზონის კონერტზეა გაგზავნილი*, ხოლო მათი ოჯახის წევრები უკვე “ლადას” ფერს არჩევენ**”, – დაწერა ფიოდოროვმა.

  • – * “კობზონის კონცერტზე გაგზავნა” – ამ დამცინავი ფრაზით უკრაინელები და მათი საშუალო და მეტი ასაკის მხარდამჭერები რუსი ოკუპანტის მოკვლას აღნიშნავენ. იქედან გამომდინარე, რომ წლების წინ გარდაიცვალა ცნობილი რუსი მომღერალი, კრიმინალებთან დაახლოებული და მაფიოზურ-სამხედრო რეპერტუარის მქონე იოსიფ კობზონი, მიჩნეულია, რომ ის “ზეციურ რუსეთში” ყოველდღიურად ატარებს კონცერტებს, ხოლო კონცერტის ანშლაგზე და რუსი ოკუპანტებისთვის ბილეთების “შესაძენად” უკრაინის შეიარაღებული ძალები ირჯება. “გაგზავნილია კობზონის კონცერტზე”, “გაკობზონებულია” და მომღერლის გვართან დაკავშირებული სხვა სიტყვათწარმოქმნა სწორედ ამ პროცესს აღნიშნავს.

** – “ლადას” ფერს არჩევენ”, – ფრაზა გაჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ერთერთ ცენტრალურ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, როგორ იყიდა უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცის მამამ მიღებული ფულადი კომპენსაციით “ლადა” და განაცხადა, რომ მისი შვილი სწორედ ასეთ მანქანაზე ოცნებობდა.

შეგახსენებთ, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინელებმა “ჰაიმარსის” რაკეტებით 17 ბაზა და 21 საწყობი გაანადგურეს და რამდენიმე ხიდი დააზიანეს.

–

შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ–პლატფორმაზე – TV ოდიში – უკრაინა Live” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას. გამოიწერეთ ჩვენი არხი და თვალყური ადევნეთ სიახლეებს, ერთად ვიყოთ ინფორმირებულნი:

https://t.me/tvodishi

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...