მთავარისიახლეებიპოლიტიკასიფრთხილე და მოთმინება ისტორიული მომენტის მოლოდინში - პრეზიდენტი მარგველაშვილი ...

სიფრთხილე და მოთმინება ისტორიული მომენტის მოლოდინში – პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შესახებ

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო  ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად  შესაბამის ისტორიულ მომენტს უნდა დაელოდოს და ამ თვალსაზრისის არგუმენტად ასახელებს იმას, რომ  
რუსეთში აგრესიული განვითარების პერიოდები და შედარებით კონსტრუქციული პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება. 
 
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს „ისტორიული მომენტი“, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მაგალითად, ისტორიული მომენტი იყო ბერლინის კედლის დაცემა.
 
„ბერლინის კედლის დაცემა იყო მომენტი, როდესაც ევროპელებს გაუჩნდათ შანსი ხელოვნურად გავლილი საზღვრები მოეშალათ. მავთულხლართები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბერლინის კედლის ანალოგია. სანამ ასეთი მომენტი დადგება, ჩვენ ქვეყნის ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ კონტაქტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და უზრუნველვყოთ სტაბილურობა იმ ისტორიული მომენტისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ზომებს მიმართავს საქართველო ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციისთვის, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხში სიფრთხილე და მოთმინებაა საჭირო.
 
„ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან, ამიტომ, სიფრთხილე და მოთმინება გვმართებს. რუსეთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მსხვილი ბირთვული სახელმწიფოა, ამიტომ, მნიშვნელოვანია პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. ფრთხილი მოქმედება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთთან კონფლიქტებს უნდა მოვერიდოთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
 
 

სიახლეები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს . პოლონური მედიის ცნობით,...