მთავარისიახლეები300 000-ზე მეტი დევნილი გვყავს, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ "ოცნებაში" ნეგატიური განწყობები...

300 000-ზე მეტი დევნილი გვყავს, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ “ოცნებაში” ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ – ლომჯარია

Published on

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის მოსაზრებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ ქსენოფობია მიუღებელია.

ლომჯარიას განცხდებით, უკვირს, რატომ უკვირთ “ქართულ ოცნებაში”, რომ ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსეთთან ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძონდნე საქართველოს წინააღმდეგ, ან შეიძლება მომავალში იბრძოლონ.

“ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად და ვერ დავადასტურებ, ჩვენ არ მოგვრიდებია არასდროს არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის. თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს უკრაინაში, ცოტა არ იყოს და მიკვირს რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს, მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში, როდესაც მათ სახელმწიფო ან მათი ხელისუფლება დაუძახებთ, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

მისი განცხადებით, თუ მსგავსი საშიშროება ომბუდსმენმა დაინახა რეაგირება იქნება.

სიახლეები

საჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ – სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან...

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც...

ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიცია მის ბინაში მრევლს არ უშვებს

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მრევლის ინფორმაციით, ბერი...

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...