მთავარისიახლეებითხილის მკრეფავების აქცია ზუგდიდში

თხილის მკრეფავების აქცია ზუგდიდში

Published on

ზუგდიდში საპროტესტო აქცია გრძელდება. სეზონზე თხილის მკრეფავები შრომის ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, კილო თხილის მოგროვებასა და ჩასაბარებელ პუნქტამდე მიტანაში კომპანია “აგრი-ჯორჯია” 50 თეთრს იხდის, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მუშები ამბობენ, რომ სოციალური სიდუხჭირის ფონზე ეს არის კაბალური ფასი, ისინი 20 თეთრით ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.

მუშები ამ წუთებში კომპანია “აგრი-ჯორჯიასთან” არიან შეკრებილები და ხელმძღვანელ პირთან შეხვედრას ცდილობენ, თუმცაღა ამ დრომდე არავინ შეხვედრია.

კომპანიაში ამბობენ, რომ მუშებისთვის ტარიფები წინასწარ იყო ცნობილი და შრომის ანაზღაურებაზე ფასების მომატება არ იგეგმება. 400-მდე მუშამ პროტესტის ნიშნად დილიდანვე უარი თქვა თხილის პლანტაციებში მუშაობაზე.

“აგრი – ჯორჯიას” ზუგდიდის სოფელ ონარიაში 500 -ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაცია აქვს გაშენებული.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...