მთავარისიახლეებირუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირში - ოხანაშვილი

რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირში – ოხანაშვილი

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის აზრით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირიში. მისი თქმით, ხელისუფლება მოქმედებს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არა “რაღაცა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის”.

“რაც შეეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიც არის ახლა გააქტიურებული, საკითხი სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, ესეც ახლა გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. ჩვენ იცით, რომ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, აღადგინა უვიზო მიმოსვლა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა როცა საუბარია ამ ნარატივის გაგრძელებაზე, მაქსიმალურად ჩვენ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არა რაღაცა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც შემოტანილია ისევ და ისევ კონკრეტული ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან. არავის ინტერესი რეალურად გარდა ერთისა არ გააჩნია, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, აი ეს არის ინტერესი და ყველა ასეთი კონკრეტული შემოთავაზებები ემსახურება ამ ინტერესს”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სავიზო რეჟიმი რა კავშირშია ომში ჩართვასთან, ოხანაშვილი ამბობს – “ძალიან ბევრ და ძალიან დიდ კავშირშია, მე ხო ვერ აგიხსნით ახლა”.

ოხანაშვილი ამბობს, რომ მათთვის უპირველესი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...