მთავარისიახლეები2021 წლის ივლისთან შედარებით პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, ზეთი კი 17%-ით გაძვირდა

2021 წლის ივლისთან შედარებით პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, ზეთი კი 17%-ით გაძვირდა

Published on

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაცია 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიუტი ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, გასული, 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 2022 წლის ივლისში ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებში არსებულ პროდუქტებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები 16.4%-თაა გაზრდილი

პური და პურპროდუქტები – ფასები 29.3%-ით გაიზარდა,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – ფასები 21.3%-ით გაიზარდა,
ყავა, ჩაი და კაკაო – ფასები 18.2%-ით გაიზარდა,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – ფასები 18.1%-ით გაიზარდა,
ზეთი და ცხიმი – ფასები 17.5%-ით გაიზარდა,
რძე, ყველი და კვერცხი – ფასები 16.9%-ით გაიზარდა,
თევზეული – ფასები 14.9%-ით გაიზარდა,
ხილი და ყურძენი – ფასები 13.7%-ით გაიზარდა,
ხორცი და ხორცის პროდუქტები – ფასები 12.7 %-ით გაიზარდა.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს – ჯგუფში ფასები 8.3%-ით გაიზარდა:

ალკოჰოლური სასმელები – ფასები 9.1%-ით გაიზარდა,
თამბაქოს ნაწარმი – ფასები 7.4%-ით გაიზარდა,
ტრანსპორტის კატეგორიაში ფასები 2021 წლის ივლისთან შედარებით 20.6%-ითაა გაზრდილი. 2022 წლის ივლისში პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია – 25.6%-ით, სატრანსპორტო მომსახურებაზე – 14.7%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 3.6%-ით ძვირი ღირდა.

ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასები კი 2021 წლის ივლისთან შედარებით 6%-ითაა გაძვირებული.

გასულ თვესთან (2022 წლის ივნისთან) შედარებით კი ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2.4%-ით გაიზარდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასებმა 2%-ით მოიმატა

ივლისში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები, ივნისთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 9.4%-ით ხილისა და ყურძნის ფასმა დაიკლო.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...