რუსმა ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში ხარკოვი ორჯერ დაბომბეს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების შენობაში ხანძარი გაჩნდა.
პირველი თავდასხმა დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა, ხოლო მეორე 04:09 საათზე.
“რაკეტა ჩამოვარდა სლობიდის რაიონში, ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების შენობაში. იქ ხანძარია, ჩვენი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბიჭები ცეცხლს აქრობენ”, – დაწერა ტერეხოვმა Telegram-ში.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ხარკოვი ემზადება რუსეთის მორიგი თავდასხმისთვის ქალაქსა და რეგიონზე.