მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

Published on

 „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით,   ამ კომისიის შექმნის ერთადერთი მიზანია წინასწარ დაანონსებული ოთხი ცვლილების მიღება. ანუ, ფაქტობრივად უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამდე, სანამ დიალოგის პროცესი დაიწყებოდა. 
 
თავისთავად წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი გახლავთ ორი კვირის წინ ”ქართული ოცნების” მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. 
ის, რომ დღეს მმართველი გუნდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ცდილობს გამოასწოროს, ვერანაირად გამოდგება კონსენსუსის საფუძვლად, ვინაიდან ყველაფერ ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი – უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების შენარჩუნება. ამ ორი ელემენტის გარეშე ჩვენთვის ცვლილებები არ იქნება მისაღები. 
მესამე მიზეზია თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. გვახსოვს წინა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც საკუთარი შიდა შეთანხმების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ არც კი უკითხავთ ხალხისთვის. 
მეოთხე მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
 
შეგახსენებთ, ნაციონალურმა მოძრაობამ    ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწლეობას არ მიიღებს.
" ოთხი ცვლილება კონსტიტუცის მიღებიდან უმოკლეს დროში  იმის მაჩვენებელია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობა მისი ამ სახით მიღებისადმი გამართლებული იყო. საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა. ჩვენ ვიხილეთ ერთი სეზონი მთელი ერთი წლის განმავლობაში და ახლა იწყება მეორე სეზონი, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილება არ შეიძლება მოხდეს ერთი საპარლამენტო სესიის განმავლობაში. – ეს არ იყო კონსენსუსის დოკუმენტი ეს არის ფარსი.ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ კომისიის მუშაობაში", – განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. 
 
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...