მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტი ჩამოდის

დღეს საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტი ჩამოდის

Published on

დღეს იწყება ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. კერსტი კალიუ ლაიდი თბილისში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოდის.
 
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღესვე შედგება ესტონეთის პირველი პირის ოფიციალური დახვედრის ცერემონია.
 
პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ. გაკეთდება მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც.
 
კალიუ ლაიდი შეხვდება ასევე საქართველოს პრემიერს, პატრიარქს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
 
„საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დეკლარაციას, რომელშიც ასახული იქნება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები,“ – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...