მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშავი არქეოლოგია და აღებ-მიცემობა ოკუპირებულ აფხაზეთში. ერმიტაჟში 2001 წელს სხვადასხვა კოლექციონერებისგან...

შავი არქეოლოგია და აღებ-მიცემობა ოკუპირებულ აფხაზეთში. ერმიტაჟში 2001 წელს სხვადასხვა კოლექციონერებისგან შეძენილი არტეფაქტები გამოფინეს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ იმ არტეფაქტების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მან ერმიტაჟში აღმოაჩინა. საინფორმაციო დაფებზე მითითებულია, რომ ექსპონატები ოკუპირებულ აფხაზეთში, ცანდრიფში ხაშუფსეს ციხე-სიმაგრეშია აღმოჩენილი. ინფორმაციას აფხაზეთის მედია ავრცელებს.  
 
ოკუპირებული რეგიონიდან გატანილ და ერმიტაჟში განთავსებულ არტეფაქტებს შორის არის ვერცხლის ლანგარი, რომელზეც გოლგოთაა გამოსახული. ის 518 წლით თარიღდება და მის უკანა მხარეს აღმოსავლეთ რომის იმპერატორის ანასტასიოს I-ის ბეჭედია დარტყმული. ასევე არის, ბიზანტიური ვერცხლის ორი კოვზი, მე-6 საუკუნის მონოგრამებით და I-II საუკუნის მინის ფიალა დასავლეთ რომის იმპერიიდან. 
 
დაფებზე მინაწერის მიხედვით, ყველა არტეფაქტი 2001 წელს სხვადასხვა კოლექციონერიდან შეიძინეს.
 
ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დეფაქტო კულტურის უწყებას მიმართავს, რომ დაინტერესდეს ამ შემთხვევით და ერმიტაჟის მხრიდან უკანონოდ მოპოვებული არტეფაქტების შეძენაზე პოზიცია გამოხატოს. 
 
 
თავად ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებიც წერენ, რომ შავი არქეოლოგია რეგიონში გააქტიურებულია. ბოლო 12 წლის განმავლობაში, შავი არქეოლოგიით დაკავებულმა ადამიანებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 300-ზე მეტი სამარხი გათხარეს.
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კი დუმს. 
 

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...