მთავარისიახლეებიეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ევროპის წინააღმდეგ- ზელენსკი

ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ევროპის წინააღმდეგ- ზელენსკი

Published on

დღეს ჩვენ ვიხილეთ ევროპის მიმართ გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარები. “ჩრდილოეთ ნაკადისთვის” ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, რასაც მას კონტრაქტები ავალდებულებს. ამ ყველაფერს რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს გაუჭირდეთ ზამთრისთვის მომზადება. ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ. მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ხალხს, როგორ დაიტანჯებიან ისინი – პორტების ბლოკირებით გამოწვეული შიმშილით თუ ზამთრის სიცივისა და სიღარიბისგან, თუ ოკუპაციისგან. ეს უბრალოდ ტერორის ერთ-ერთი ფორმაა. ამისთვის საჭიროა საპასუხო დარტყმა. საჭიროა არა იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მოხდეს რაღაც ტურბინის დაბრუნება, არამედ სანქციების გაძლიერება, ყველაფრის გაკეთება, რათა შეიზღუდოს რუსეთის შემოსავალი არა მხოლოდ გაზიდან და ნავთობიდან, არამედ ნებისმიერი დარჩენილი ექსპორტიდან. მაქსიმალურად უნდა გაწყდეს სავაჭრო კავშირები რუსეთთან, რადგან ყოველი ასეთი კავშირი რუსეთისთვის არის ზეწოლის პოტენციური საშუალება

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...