მთავარისიახლეებიუკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა

Published on

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა, რომელიც მტერს ჟიტომირის რაიონის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და ოკუპანტების “საცეცხლე რაზმთან” შეერთებას აპირებდა.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ აღნიშნა, დაკავებულმა თავის რუს კურატორს მიაწოდა რუკები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებისა და რეგიონის ტერიტორიაზე თავდაცვითი პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ.

მისივე თქმით, აგრესორები აპირებდნენ მიღებული ინფორმაციის გამოყენებას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების განსახორციელებლად.

“დადგინდა, რომ მოღალატე არის კოროსტენის მკვიდრი, ადრე მუშაობდა ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქარხანაში. კონტრდაზვერვის ინფორმაციით, ГРУ-ს “კურატორმა” თავის აგენტთან დეტალურად ისაუბრა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის კონსპირაციული არხების შესახებ”, – თქვა დეხტიარენკომ.

დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...