მთავარისიახლეებისამხედრო თემა"ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და...

“ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე” – აცხადებს სიმონეთის სასროლეთზე დაშავებული ჯარისკაცის დედა

Published on

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა  – აქ მიმდინარე სწავლების დროს სამხედრო მოსამსახურე 33 წლის ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. მას   მარცხენა ხელის ხელი დაუზიანდა და  მტევანი დაუზიანდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულს ქუთაისის  რეფერალურ ჰოსპიტალში   კიდურის ამპუტაცია ცაუტარეს.   ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "ინცინდენტი მოხდა  სასწავლო სროლების მიმდინარეობისას, როცა  სამხედრო მოსამსახურე მსხილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ახორციელებდა სამიზნე სროლებს , , იგი უეცარი გასროლის შედეგად დაშავდა''.
 სამხედრო პოლიციის დეპარტამენმა ამ  ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს დაიწყო გამოძიება 124-ე მუხლით,  საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტებისა და მომხდარის დეტალების გარკვევის მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. 
 
არსანიშნავია, რომ ეს მისი სწავლებაში მონაწილეობის პირველი ფაქტი არ ყოფილა. ვ.ჭანტურიძე  2-ჯერ არის ნამყოფი ავღანეთის და ერაყის  სამშვიდობო მისიაში  და 11 წელია შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამასთან სასწავლო სროლების წინ კიდევ ერთხელ გაიარა ინსტრუქტაჟი'' – ნათქვამია უწყების განცხადებაში. "
 
სწორედ ეს აღუძრავს დასავებულის ოჯახს ეჭვებს, რომ უწყება უმალავს, რა მოხდა სინამდვილეში  ჯარში და რა ვითარებაში დაშავდა ახალგაზრდა. 
დაშავებულის დედა თინათინ ჭანტურიძე  აცხადებს:
"ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე", 
 
 
 

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...