მთავარისიახლეებიმსოფლიოკორსიკის ხელისუფლება კატალონიის დამოუკიდებლობას მიესალმება

კორსიკის ხელისუფლება კატალონიის დამოუკიდებლობას მიესალმება

Published on

კორსიკის რეგიონის პრეზიდენტი ჟან-გი ტალამონი კატალონიის დამოუკიდებლობას მიესალმება. ამის შესახებ ის Twitter-ზე თავის მიკრობლოგში წერს.
 
“ჩვენ მივესალმებით კატალონიის რესპუბლიკის დაბადებას და ვუცხადებთ სოლიდარობას მის მთავრობას და ხალხს“, – წერს ტალამონი ყველა ევროპელმა დემოკრატმა მხარი უნდა დაუჭიროს ხალხს, რომელსაც უბრალოდ უნდა ისარგებლოს თავისი კანონიერი უფლებებით და დასძინა «Visca Catalunya!» რაც კატალონიურად ( და არა კატალიურად, როგორც ესპანეთში უწოდებენ ამ ენას) ნიშნავს ,, წინ, კატალონია!''
 
 ამავე დროს ტალამონი ამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ “ეს ისტორიული მოვლენა ვერ მოხდა მშვიდ პირობებში და მადრიდი უარს აცხადებს კატალონიელების მისწრაფებაზე სუვერენიტეტისკენ.
 
ტალამონი შიშობს, რომ შექმნილი ვითარება დაძაბულობის საფრთხეს ქმნის.
 
თავად კორსიკაც, რომელიც საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია, დამოუკიდებლობის მოპოვებას უკვე წლებია ცდილობს. დღეს ის საფრანგეთის ნაწილია, თუმცა მისი 330-ათასიანი მოსახლეობა მაინც საკუთარ ენაზე საუბრობს.
 
2014 წელს კორსიკის სეპარატისტულმა ფრონტმა შეიარაღებული ბრძოლა დაასრულა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თუმცა ახლა შედეგის მიღწევას მოლაპარაკებით ცდილობენ.

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...