მთავარისიახლეებიდეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება შტურმი საქართველოზე - პაპუაშვილი

დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება შტურმი საქართველოზე – პაპუაშვილი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას გამოეხმაურა და თქვა, რომ განცხადება “მნიშვნელოვანი და დროული იყო”.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა თქვა, რომ სიტყვა დეოლიგარქიზაციის გამოყენებით საქართველოზე შტურმი მიმდინარეობს და იმის თქმა, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

პაპუაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ვერც ივანიშვილის გავლენა ვერ გაიხსენა:

“ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდი არის ის, რომ ამ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ – ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეურაცხყოფა.

ვერავინ ვერ ასახელებს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა, რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი. თქვენ რა გგონიათ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა გვქონდეს არავისთან? არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. თეთრი ყოველთვის არის თეთრი, შავი ყოველთვის არის შავი, აქ აღქმებს მნიშვნელობა არ აქვს, რაც არის თეთრი, ის ვერასდროს გახდება შავი, ვინც არ არის ოლიგარქი, იმას რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი, ვერასოდეს გახდება ოლიგარქი”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შიდა და გარე ოპონენტების დეოლიგარქიზაციაზე საუბარი ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია – ღარიბაშვილი წერილს ავრცელებს
გარდა ამისა შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიცია ცდილობს ევროკომისიის რეკომენდაციებს მე-13 პუნქტი დაუმატოს და ეს “არის პირდაპირი საბოტაჟი 12 პრიორიტეტის შესრულებისა”.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...