მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად მოლაპარაკებას ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში ვაწარმოებთ - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად მოლაპარაკებას ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში ვაწარმოებთ – ადვოკატი

Published on

ადვოკატების ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი რომელი ქვეყნის საექსპერტო ჯგუფი ჩაუტარებს მესამე პრეზიდენტს დამატებით ექსპერტიზას. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოლაპარაკებები დაწყებულია ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.

შალვა ხაჭაპურიძე ვარაუდობს, რომ მას შემდეგ რაც “ემპათიას” დასკვნა გასაჯაროვდება, მეორე მხარე სამხარაულის ექსპერტიზას ჩაატარებს, სასამართლოს გადაწყვეტილება კი იქნება ტენდენციური – ის აცდება ემპათიას მონაცემებს. ადვოკატის მტკიცებით, მეტი სანდოობისთვის და დამაჯერებლობისთვის აუცილებელი ხდება მესამე ავტორიტეტული დასკვნის არსებობა.

“სამხარაულში ჩატარებული საექსპერტო კვლევა იქნება ტენდენციური, და იგი აცდება ჩვენი დასკვნის მონაცემებს. ამიტომ, მოსამართლისთვის, იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ უნდა არსებობდეს მესამე, ვიღაც ავტორიტარული. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში განლაგებულ საექსპერტო დაწესებულებებთან. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში ეს იქნება სასჯელაღსრულება, პროკურატურა არ იქნება მეორე მხარე, რომ იქ რაიმე დასკვნით ისარგებლონ, არასწორი დასკვნა დაიდოს და ასე შემდეგ”, – ამბობს ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში, შესაძლოა შეერთებული შტატები ჩაერთოს.

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...