მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია აცხადებს, რომ განხილვის ღირსად არ მიიჩნევდა ამ სამარცხვინო...

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ განხილვის ღირსად არ მიიჩნევდა ამ სამარცხვინო ეპიზოდს, რომ არა კონტექსტი, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება

Published on

მოდულის შენობიდან დაკითხვის დასრულების შემდეგ გამოსულმა გიგა ბოკერიამ, ნაციონალური მოზრაობის საერთაშორისო მდივანმა და ერთერთმა ლიდერმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა შემდეგი:   ,, ეს სამარცხვინო და სასაცილო ეპიზოდი თავისთავად საერთოდ არ იქნებოდა განხილვის ღირსი, რომ არა ის კონტექსტი, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა არის. რომ არა ის კონტექსტი, რომელშიც რუსთავი 2-ს ემუქრება ხელისუფლების კონტროლის ხელში გადასვლა, აქტივისტებს ემუქრებათ დაჭერა, პრემიერ მინისტრი ღიად მოუწოდებს თავის მომხრეებს ძალადობისკენ და ლინჩის წესით გასამართლებისკენ. ეს არის ის ძალიან სახიფათო მდგომარეობა ჩვენი კოსნტიტუციური წყობილებისთვის, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. მან ეს მდგომარეობა შექმნა იმიტომ, რომ კარგად ესმის, განწირულია მარცხისთვის შემდეგ არჩევნებში, თუ ეს არჩევნები მინიმალურ სტანდარტებს მაინც დააკმაყოფილებს და თუ ქვეყანაში იქნება ინსტიტუტები, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელს შეუშლის. ასეთი ინსტიტუტია რუსთავი 2, ასეთი ინსტიტუტია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ არის მისი კონტროლის ქვეშ და ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი, თუ ერთადერთი არა, სამწუხაროდ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვერ გაიყვანოს ივანიშვილმა ქვეყანა კონსტიტუციური სივრციდან. მან უნდა იცოდეს, რომ თუ გააგრძელებს დაჯახებას საზოგადოებასთან, ის ძალიან ცუდად დაამთავრებს. შანსი არ ექნება პასუხისმგებლობას გაექცეს, თუ ის ამ გზას გააგრძელებს. ” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სიახლეები

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "მიმართვა ქართველ...

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...