მთავარისიახლეებიდაბალი საარჩევნო ბარიერი დეპოლარიზაციის გარანტი არ არის - პაპუაშვილი

დაბალი საარჩევნო ბარიერი დეპოლარიზაციის გარანტი არ არის – პაპუაშვილი

Published on

ჩვენ ვიმეორებთ იგივეს, რასაც ვამბობდით ბარიერთან დაკავშირებით, რომ დაბალი ბარიერი კი არ არის გარანტი დეპოლარიზაციის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციაა ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს იმ კუთხით, რომ პლურალიზმი უზრუნველყოს… 2020 წელს 1%-იანი ბარიერი იყო, რამაც ჩვენ ვნახეთ, რა მოგვცა საბოლოო ჯამში. მოგვცა არა მრავალფეროვანი პარლამენტი მის დასაწყისში, არა პლურალისტური პარლამენტი, არამედ მოგვცა ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით, რომელიც იყო სინამდვილეში ერთი მთლიანი, მოქმედებდა ერთი ტაქტიკით, ერთ კალაპოტში იყო ჩამჯდარი და საბოლოო ჯამში, ნაცვლად პლურალიზმისა, 1%-იანი ბარიერის პირობებში მივიღეთ “ნაციონალური მოძრაობა” მრავალი სახით. რატომ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ 2%-იანი ბარიერი? კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გულისხმობს ამავე დროს, რომ ის პუნქტები შესრულდა, მათ შორის კონსტრუქციული დიალოგის კუთხით და მათ შორის, ამის შედეგი იქნება ის, რომ რადიკალური დღის წესრიგი გადავა მეორე პლანზე.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...