მთავარისიახლეებიგერმანიაში სამუშაოდ წასულმა ქართველებმა დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს - ისინი კომპენსაციას მიიღებენ

გერმანიაში სამუშაოდ წასულმა ქართველებმა დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს – ისინი კომპენსაციას მიიღებენ

Published on

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნილმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს. ისინი კომპენსაციას მიიღებენ.

საუბარია საქართველოს 18 მოქალაქეზე, რომლებმაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პირობით, გასული წლის გაზაფხულზე დატოვეს ქვეყანა. მათგან 11 საქართველოს სასამართლოებში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

“გერმანულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქართველების სეზონური მუშების სარჩელი და მათ სასარგებლოდ გერმანელ დამსაქმებელს დააკისრა გასული წლის მაისის პერიოდში იძულებული მოცდენის სახით თანხის ანაზღაურება. აქ უკვე ვედავებით დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს. ჩვენი მოსაზრებით, მათი პოზიცია უნდა ყოფილიყო, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლებში გაეკეთებინათ მაქსიმუმი და დაეცვათ საქართველოს მოქალაქეები იმ ყოფისგან რაც იქ გადაიტანეს და ამავდროულად მიგვაჩნია, რომ იმ ტრავმისთვის ამ ადამიანებს უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე მიუღებელი შემოსავლისაც”, – თქვა თამილა გაბაიძემ.

ცნობისთვის, გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებსა და მათთვის მიუღებელ სამუშაო პირობებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. არაერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობდა, რომელშიც ცხოვრება და მუშაობა უწევდათ.

სიახლეები

ანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ჯვებე...

რუსულ ავიალაინერს, რომელიც მოსკოვიდან ბათუმში მოფრინავდა, მარჯვენა ძრავის საფარი მოსძვრა

რუსულ ტელეგრამ-არხებზე იუწყებიან, რომ ავიაკომპანია „აზიმუტის“ Russian Sukhoi Superjet-100-ის ტიპის რუსულ სამგზავრო ავიალაინერს მოსკოვის...

აჩვენეთ სიმართლე თქვენს მაყურებელს-ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა სამთავრობო მედიებს

სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და იმ მედიასაშუალებებს მიმართავს, რომლებიც მისი თქმით,...

ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა – მას ირაკლი ბერაია შეცვლის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა - მას ირაკლი...