მთავარისიახლეებიხელშეკრულებაში არ წერია, რომ ქვეყანა ვერ შეუერთდება NATO-ს, თუ ტერიტორიული პრობლემები აქვს...

ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ქვეყანა ვერ შეუერთდება NATO-ს, თუ ტერიტორიული პრობლემები აქვს – სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ღარიბაშვილს

Published on

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვინიკოვის თქმით, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ქვეყანა ვერ გახდება ალიანსის წევრი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს.

ასე პასუხობს ის საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო NATO-ში მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარების შემდეგ უნდა გაწევრიანდეს.

“იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს NATO-ში, ორი რამ უნდა გაკეთდეს. პირველი ეს არის ის, რომ ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებს. ალიანსში, მოგეხსენებათ, მთელი ქვეყანა წევრიანდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. მეორე კი არის ის, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს სრული კონსენსუსით. ამიტომ, ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. მან უნდა გაატაროს ყველა რეფორმა, რომელიც მიზნად დაისახა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე სფეროში საქართველომ ტემპი დააგდო და გვინდა, რომ ეს ტემპი ისევ აჩქარდეს. განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოების სექტორის კონტროლს, მართლმსაჯულებასა და საარჩევნო რეფორმას. ამას ხაზი გაუსვეს მოკავშირეებმაც, რომ ამ სფეროებში უფრო აქტიური მუშაობის დანახვა სურთ. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხებს, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ქვეყანა ვერ შეუერთდება ალიანსს, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოკავშირეებმა უნდა მიიღონ”, – თქვა ალექსანდრ ვინიკოვმა.

ცნობისთვის, განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე საუბრისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დათქმა ალიანსს არ აქვს, სწორედ ამიტომ, ოპოზიცია თვლის, რომ პრემიერმინისტრის განცხადება ოკუპაციის წახალისება და NATO-ზე უარის თქმაა.

სიახლეები

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...

გაეცეს პასუხი კითხვას- რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია პროტესტის წინააღმდეგ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას,...

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6...