მთავარისიახლეებიეს უკვე არის ვერნიკე კორსაკოვისკენ მიმავალი გზა, რომელიც ძალიან მძიმე გამოსავლის დიაგნოზია...

ეს უკვე არის ვერნიკე კორსაკოვისკენ მიმავალი გზა, რომელიც ძალიან მძიმე გამოსავლის დიაგნოზია – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “ემპათიას” სამედიცინო დასკვნა ამ კვირაში გასაჯაროვდება.

კომისიის წევრების შეფასებით, შესაბამისი მკურნალობის გარეშე მესამე პრეზიდენტი შესაძლოა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. სპეციალისტების მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობა დაგვიანდა, მედიკოსების რეკომენდაციები კი პენიტენციურმა სისტემამ არც ერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა.

“ამჟამად მიმდინარეობს შემაჯამებელი დასკვნების შემუშავება ყველა ექსპერტის მონაწილეობით, ასევე, დამატებითი ინფორმაციის შესწავლა. ეს უკვე არის ვერნიკე კორსაკოვისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ძალიან მძიმე გამოსავლის დიაგნოზი. აუცილებელია მიღებულ იქნას გადამწყვეტი ზომები, რათა პაციენტის ჯანმრთელობა არ იყოს პრაქიკულად უნარშეზღუდულობის სტატუსამდე მისული, და უფრო მეტიც, თუკი უმკურნალო დარჩა ეს დიაგნოზები და შესაბამისი რეაბილიტაციის პირობები არ მიეცა, შესაძლებელია შემდგომში კიდევ უფრო გაუარესება და ლეტალური გამოსავალიც”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

სამედიცინო დასკვნას მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივა მედში” გააცნობენ, სადაც ის ორ თვეზე მეტია მკურნალობის კურსს გადის.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...