მთავარისიახლეებიკონფლიქტებირთული ღამე რუსეთისთვის: აფეთქებები ბელგოროდში, დიდი დეტონაცია დონეცკის ოლქში...

რთული ღამე რუსეთისთვის: აფეთქებები ბელგოროდში, დიდი დეტონაცია დონეცკის ოლქში…

Published on

4-5 ივლისის ღამე რუსეთისთვის და მის მიერ წახალისებული კვაზი სახელმწიფოებისთვის დიდი პრობლემებითა და თავის ტკივილით აღინიშნა. უკრაინელებმა საარტილერიო სისტემები იმდენად კარგად აამოქმედეს, რომ წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს ოკუპანტებს არამხოლოდ ოკუპირებული რეგიონების სიღრმეში, არამედ თვით რუსეთის ტერიტორიაზეც.

გვიან ღამით ქალაქი ბელგოროდი, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, პანიკამ მოიცვა: უკრაინელებმა იქ არსებული რუსული მცირე ბაზა და საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს. საარტილერიო დარტყმებმა ხანძარი გამოიწვია, ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა.

არანაკლები პანიკა იყო ლუგანსკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში, სადაც უკრაინელებმა “ჰაიმარსის” ცნობილი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გამოიყენეს. მათ წერტილოვანი დარტყმით ააფეთქეს დიდი საბრძოლო მასალების საწყობი, რამაც დეტონაცია გამოიწვია. საწყობი იმდენად დიდი იყო და იქ იმდენად დიდი რაოდენობით ინახებოდა ასაფეთქებელი ნიტიერებები, რომ დეტონაცია ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. საწყობი სრულად განადგურდა.

რაც შეეხება სიტუაციას უკრაინის სხვა ცხელ წერტილებში, უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით უტევენ ხერსონის მიმართულებით, იქ ქალაქამდე სულ რაღაც ერთი კილომეტრია დარჩენილი.

რუსი ოკუპანტების დიდი რაოდენობით კონცანტრაციის შედეგად, ლისიჩანსკიდან უკრაინული შენაერთები გავიდნენ. როგორც გენშტაბში აცხადებენ, ეს დიდი დანაკარგის თავიდან ასაცილებლად მოხდა. უკანდახევა დანაკარგის გარეშე მოხერხდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი აცხადებს, რომ ლისიჩანსკი ბოლო ქალაქია, რომელიც რუსებმა აიღეს და ისინი მომავალში ვერცერთ სხვა ქალაქს ვერ აიღებენ:

“მათ შეიძლება აიღონ სოფლები, მაგრამ ქალაქებს ვეღარ აიღებე, ტყუილად აქვთ იმედი, რომ რაიმეს მოახერხებენ სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებაზე, დრო მოვა და დაკარგულსაც დავიბრუნებთ”, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

პარალელურად, რუსეთი ნისევ აგრძელებდა სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქების მიმართულებით. 4-5 ივლისის ღამეს მთავარი დარტყმა თავის თავზე გმირმა ქალაქმა დნეპრმა მიიღო, სადაც ათამდე რაკეტა აფეთქდა, თუმცა, ზოგიერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. აფეთქებები იყო ასევე სუმის ოლქში. რაკეტები გაუშვეს კიევის მიმართულებითაც (ბელაია ცერკოვი), მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ისინი გაანეიტრალა.

და ბოლოს: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უკრაინის გამარჯვებით, 2023 წელს დასრულდება.

გამოიწერეთ ჩვენი ტელეგრამ-არხი და მიადევნეთ თვალი მოკლე, ოპერატიულ, მუდმივად განახლებულ ცნობებს უკრაინიდან და არამარტო უკრაინიდან:

https://t.me/tvodishi

ზმეინნიზე უკრაინელები ჯერ არ გადამსხდარან, იქ დროშა ვერტმფრენიდან ჩააგდეს

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...