მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალი რეგულაცია ევროკავშირის არა მოქალაქე ვიზიტორებისთვის - ვიქტორ დოლიძის განმარტება

ახალი რეგულაცია ევროკავშირის არა მოქალაქე ვიზიტორებისთვის – ვიქტორ დოლიძის განმარტება

Published on

შენგენის ზონის ახალ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი განმარტებას აკეთებს.ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას არ შეუქმნის და მისი ამოქმედება 2020 წლამდე მოსალოდნელი არ არის.“ეს არის ავტორიზაციისა და ინფორმაციის შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები მოძრაობასთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად დაცული. თუკი დაიწყება ამგვარი რამ და ეს არის წინასწარი მონაცემების შევსება, ეს იქნება 2020 წლიდან, ამას გრძელვადიანი პროცედურა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა, რომ შეიქმნას წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ ერთი წუთით შეექმნება საქართველოს პრობლემა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.ევროპარლამენტმა ევროკავშირის არა მოქალაქე ვიზიტორებისთვის ახალი რეგულაცია გუშინ მიიღო. ანტონიო ტანიანის განმარტებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნებისთვის ხდება.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...