მთავარისიახლეები"ოცნება" ცდილობს შეხვედრების ჩაშლას, მივმართავთ შსს-ს უსაფრთხოება უზრუნველყოს - შინ ევროპისკენ

“ოცნება” ცდილობს შეხვედრების ჩაშლას, მივმართავთ შსს-ს უსაფრთხოება უზრუნველყოს – შინ ევროპისკენ

Published on

სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. მათი განცხადებით, სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან მოძრაობის წევრებს.

მოძრაობა შსს-ს მიმართავს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება.

ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და გამორიცხავს ძალადობის ელემენტებს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოძრაობის “შინ ევროპისკენ” კამპანია რეგიონებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრების ჩაშლა დღეს სცადეს ხონში, თელავსა და თბილისში, ხოლო გუშინ ზუგდიდში, ოზურგეთსა და ყვარელში.

სიახლეები

28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა – რუბიო

„სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ...

ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 49 პირი შეიწყალა

ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო...

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა...

“ვარდების რევოლუციიდან” 22 წელი გავიდა

"ვარდების რევოლუციიდან" 22 წელი გავიდა. 2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი გზით. მოქალაქეთა...