უკრაინის პირევლი ლედი, ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ უკრაინელები ვერ ხედავენ მათი ტანჯვის დასასრულს. ამ თემაზე მან CNN-თან ისაუბრა.
“ძალიან რთულია 5 თვის გატარება. ჩვენ უნდა დავზოგოთ ჩვენი ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს”,- უთხრა მან CNN-ს.
პირველმა ლედიმ ორშაბათს სავაჭრო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას “ტერორიზმი” უწოდა და თქვა, რომ შოკირებულია მომხდარით.
ამჟამად უკრაინაში მძიმე ბრძოლები აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. რუსეთის მიერ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშის 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 50-ზე მეტი.