მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი ჯარიმები მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

ახალი ჯარიმები მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

Published on

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება. 
 
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ რამდენიმე ახალი ნორმა ემატება, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ წარუდგინეს.
 
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 
 მესაკუთრე 100 ლარით  დაჯარიმდება . წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერების ან დგომისთვის  რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე  

 
, 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება  50 ლარის ოდენობით ჯარიმა. 
 
გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.
 
ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან

სიახლეები

თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა,...

საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს შეხვდნენ

"დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით... ჩვენ პოზიტიურად ვართ...

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - განაცხადა...

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...