მთავარისიახლეებიმსოფლიოკრემენჩუგი, სლავიანსკი, სევეროდონეცკი - რა უნდა ვიცოდეთ ომის 125-ე დილას

კრემენჩუგი, სლავიანსკი, სევეროდონეცკი – რა უნდა ვიცოდეთ ომის 125-ე დილას

Published on

კრემენჩუგში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თვრამეტამდე გაიზარდა, 40 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ათეულობით ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საჰაერო განგაშის დაწყებიდან იმ დრომდე, სანამ სავაჭრო ცენტრშს რაკეტა დაეცემოდა, შენობაში მყოფმა ბევრმა ადამიანმა გარეთ გამოსვლა მოასწრო. მან ტერაქტს ასეთი შეფასება მისცა:
“კრემენჩუგზე მიტანილი სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტია”.
უკრაინის გენშტაბი კი, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს განცხადებას, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დამატებით სარაკეტო დარტყმები ბელორუსის ტერიტორიიდან.
კრემენჩუგზე მიტანილ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით, მსოფლიო ლიდერებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს, დღეს გაეროს უშიშროების საბჭო ამ თემაზე მსჯელობის მიზნით შეიკრიბება.
ამავე დროს, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექს დანილოვი მიანიშნებს, რომ კრემენჩუგის დაბომბვის გამო რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს: “უკრაინული რაკეტები აუცილებლად იპოვიან თავიანთ ზუსტ სამიზნეს”, – ამბობს დანილოვი. 
რაც შეეხება საომარი მოქმედებების მიმდინარეობას, 27-28 ივნისის დღეღამის განმავლობაში, სლავიანსკის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დოვგენკოე-დოლინას მონაკვეთზე, მტერს უკანდახევა აიძულეს.
ამასთან, პენტაგონის ინფორმაციით, სევეროდონეცკის დატოვებამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ შენაერთებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება, რადგან ოკუპანტები ვერ ახერხებენ დაზიანებული კომუნიკაციების აღდგენას, ხოლო იმ რაოდენობით საკვებსა და მედიკამენტებს, რაც იქ მოსახლეობას სჭირდება, არავინ ჩაიტანს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების პოზიციებზე 27 ივნისს მასშტაბური ავიარეიდები განახორციელეს. უკრაინელთა Su-25-ის ტიპის მოიერიშეებმა და Su-24M-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებმა 20 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. განადგურდა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი, დაიბომბა ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის პოზიციები. საჰაერო იერიშის შედეგად განადგურდა ათეულობით საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა. 

სიახლეები

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...